ჩემ შესახებ

1996 წლიდან ვარ ფიზიკის სახელმძღვანელოების ავტორი. გამოცემული მაქვს VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების სახელმძღვანელოები, ამოცანათა კრებულები, საკონტროლო სამუშაოები და ტესტები, სამუშაო რვეულები, მეთოდური ლიტერატურა მასწავლებელთათვის (მასწავლებლის წიგნები, VII-XI კლასებისათვის, ამოცანათა ამოხსნა ფიზიკაში – VII-VIII, IX, X-XI კლასები, სხვადასხვა სასწავლებლის პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური გეგმების ფიზიკაში).

1981-2004 წლებში ვმუშაობდი საქართველოს განათლების სამინისტროში ფიზიკის მეთოდისტად, სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის სასწავლო-მეთოდური მუშაობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2006 წელს დავაფუძნე საგანმანათლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკა“. ორგანიზაცია ატარებს მოსწავლეთა ოლიმპიადებს, მასწავლებელთა ტრენინგებს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტირებული პროგრამებით.